"ბაიერნი" ლევანდოვსკისთვის "ოქროს ბურთის" მისანიჭებლად ყირაზე გადადის

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნში" იმდენად დარწმუნებულნი არიან, რომ მათი პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი "ოქროს ბურთის" მოგებას შეძლებს, ყველანაირად ცდილობენ, აღნიშნული ჯილდო წელსაც გაიცეს.

როგორც კლუბის მმართველობითი სისტემის წარმომადგენელმა კარლ ჰაინც რუმენიგემ გერმანულ Kicker-თან საუბარში განაცხადა, ფიფა "ოქროს ბურთის" 2020 წელს გადაცემის საკითხს განიხილავს.

"ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს ტელეფონით ველაპარაკე. ახლა უკვე ორგანიზაციაში სერიოზულად განიხილავენ "ოქროს ბურთი 2020-ის" ჯილდოს თემას", - თქვა რუმენიგემ.

მიუნხენურ გრანდს დიდი იმედი აქვს, რომ მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს რობერტ ლევანდოვსკი მიიღებს, რომელმაც 2019/20 წლების სეზონში ყველა ტურნირზე
51 გოლი გაიტანა და წინ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ელის. კორონავირუსის პანდემიის გამო ფრანგულმა გამოცემა "ფრანს ბუტბოლმა" აღნიშნული ტიტულის გაცემისაგან წელს თავი შეიკავა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული