
"დორტმუნდის" 16 წლის თავდამსხმელი იუსუფ მუკოკო ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა - ის მე-8 ტურში ბერლინში "ჰერტასთან" მოგებული მატჩის (5:2) 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. კამერუნელმა ყმაწვილმა "დორტმუნდის" ახალგაზრდულ გუნდებში 86 შეხვედრაში 128 გოლი გაიტანა და აგვისტოდან პირველ გუნდში ვარჯიშობს. აი, რა განუცხადა მან DAZN-ს:
"ვერაფერს ვუხერხებ იმას, რომ ფეხბურთს კარგად ვთამაშობ. ვინც თავდაუზოგავად შრომობს, ბოლოს და ბოლოს მიზანს მიაღწევს. ყოველთვის ვოცნებობდი, პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. თუ ოცნება გაქვთ, ლომივით უნდა მისდიოთ".
ამ ბიჭს 4/5 წელია რაც ვაკვირდები, არ მგონია რომ ასაკს იტყუებოდეს.
ადამიანის თვალები დამოუკიდებლად ლაპარაკობენ.