მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ახსნა, თუ რატომ უთხრა უარი მადრიდის "რეალს".
"ძალიან დიდი სხვაობაა. ერთი საქმეა, როცა "ჰოფენჰაიმის" მსგავს პროფესიონალურ გუნდს ჩაიბარებ, სადაც ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი ვიყავი და კლუბის ყველა კუთხე-კუნჭული ვიცოდი. ასეთ გარემოში ადაპტაციას სწრაფად გადიხარ.
როცა ახალ კლუბში მიდიხარ, ეს მეორე საქმეა. ძალიან ბუნებრივია, რომ მე "ჰოფენჰაიმის" შემდეგ ნაბიჯის წინ გადადგმა მსურდა, თუმცა ეს ნაბიჯი შესაძლებელი ნაბიჯებისაგან უმაღლესი არ უნდა იყოს.
სად ვხედავ საკუთარ თავს 5 წლის შემდეგ? იმედი მაქვს, ისევ "ბაიერნში" ვიქნები,"- თქვა ნაგელსმანმა.
2018
წელს, როცა მადრიდის "რეალი" ზინედინ ზიდანმა დატოვა, "ბლანკოსში" მომავალი მწვრთნელის კანდიდატურად ნაგელსმანს განიხილავდნენ. საბოლოოდ, გუნდი ხულიენ ლოპეტეგიმ ჩაიბარა.
მომზადებულია As-ის მიხედვით