19 სეივი! - სომერის სასწაული საღამო მიუნხენში, რეკორდი და "ბაიერნის" პირველი დაკარგული ქულები

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის მე–4 ტურში "ალიანს არენაზე" "გლადბახის" მეკარე იან სომერმა ბრწყინვალე თამაში ჩაატარა და "ბაიერნს" 2 ქულა დააკარგვინა.

შვეიცარელს 19 სეივი დაუგროვდა, შეხვედრა კი ფრედ, 1:1 დასრულდა.

2004/–05–წლების შემდეგ (სტატისტიკა ამის შემდეგაა წარმოებული) ეს ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია. ბოლოს საუკეთესო მაჩვენებელი "ფიორენტინას" კიპერ ბართლომეი დრაგოვსკის ჰქონდა დაფიქსირებული, რომელმაც 2019 წელს "ატალანტას" წინააღმდეგ 17 სეივი მოაგროვა.

აქვე გეტყვით, რომ ამ ზაფხულს სომერის დამატება "მანჩესტერ იუნაიტედს" სურდა, თუმცა უარი თავად სომერმა განაცხადა, რადგან მუნდიალს მზად შეხვდეს და მეორე მეკარე არ იყოს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთ-ერთი საოკეთესო მეკარეა უბრალოდ ზომერი და არა სომერი გერმანულში S იკითხება როგორც ზ
random
29 აგვისტო 2022 03:48
1
უბრალოდ ხანდახან 5 ბურთს უშვებს ერთ ტაიმში..
ლაციო
28 აგვისტო 2022 17:31
2
ძალიან დაუფასებელი მეკარეა. წლებია ვაკვირდები და საკმოდ სტაბილური და მაღალი დონის მოთამაშეა, როგორც ნაკრებში (შვეიცარია) ისე გუნდში და უცნაურია კარიერის საუკეთესო წლებს გლადბახში როატარებს და არა რომელიმე გრანდში
ქართველი
28 აგვისტო 2022 16:47
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული