„ლაიფციგმა“ ისტორიაში პირველად მოიგო გერმანიის სუპერთასი.
ესპანელმა ნახევარმცველმა დანი ოლმომ კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. „ბაიერნის“ ახალწვეული ჰარი კეინი 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
18 აგვისტოს, ბუნდესლიგის პირველ ტურში „ბაიერნი“ ბრემენში „ვერდერს“ შეხვდება.
მიუნხენი. „ალიანც არენა“. 75 000 მაყურებელი
ბაიერნი - ლაიფციგი 0:3
გოლები: 0:1 დანი ოლმო (3), 0:2 დანი ოლმო (44), 0:3 დანი ოლმო (68, პენ)