ბუნდესლიგის მე-4 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" "ლევერკუზენს" უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
მასპინძელთა მხრიდან ჰარი კეინმა მე-7 წუთზე პირველი გოლი გაიტანა, ალეხანდრო გრიმალდომ 24-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 86-ე წუთზე ლეონ გორეცკამ "რეკორდმაისტერი" კიდევ ერთხელ დააწინაურა, ექსეკუელ პალასიოსმა კი 90+4 წუთზე გატანილი თერთმეტმეტრიანით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, 4 ტურის შემდეგ ორივე გუნდი 10-10 ქულით 1-ელ მე-2 ადგილზე იმყოფება.
"ლევერკუზენი" მომდევნო შეხვედრას 24 სექტემბერს, "ჰაიდენჰაიმთან" ჩაატარებს.
"ბაიერნი" 23 სექტემბერს "ბოხუმს" უმასპინძლებს.