კომპანი "ბაიერნის" მწვრთნელად დანიშნეს

AutoSharing Option
"ბაიერნის" მწვრთნელად 38 წლის ვენსან კომპანი დანიშნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მიუნხენური კლუბი საიტით ავრცელებს.

კომპანის კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს. მან თომას ტუხელი შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა გასულ სეზონში ვერცერთი ტიტული ვერ მოიპოვა.

აქამდე კომპანი "ბარნლის" ედგა სათავეში, რომელსაც "ბაიერნი" კომპენსაციის სახით 10-15 მილიონ ევროს გადაუხდის.

კომპანი "ანდერლეხტში" (2002-2006; 2019-2020), "ჰამბურგსა" (2006-2008) და "მანჩესტერ სიტიში" (2008-2019) თამაშობდა, 2020-2022 წლებში "ანდერლეხტს" ედგა სათავეში, შემდეგ კი "ბარნლი" ჩაიბარა და პრემიერლიგაში გადაიყვანა, სადაც წელს მე-19 ადგილზე გავიდა და ჩემპიონშიპში დაბრუნდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
უეჭველი შავკანიანობის გამო დანიშნეს - ბობოლებმა დაავალეს, ალბათ
რაღა ეს და რაღა შავი შოთა არველაძე დდ
vava
11:51 30-05-2024
2
გვარდიოლა ეხლა დისტანციურად აფარჩაკებს ბაიერნს)). თავისი დებილი მოსწავლით
ჰე ჰეე
23:38 29-05-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული