"მანჩესტერ სიტიმ" ფერნანდუ "გალათასარაიში" გაუშვა

AutoSharing Option
30 წლის ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი ფერნანდუ "მანჩესტერ სიტიდან" თურქულ "გალათასარაიში" გადავიდა. კლუბებმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს.

"გალათასარაიმ", რომელმაც ფერნანდუში 5.25 მილიონი ევრო გადაიხადა, ფეხბურთელთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფერნანდუ "მანჩესტერ სიტიში" 2014 წელს "პორტუდან" 12.75 მილიონ ევროდ გადავიდა. "ქალაქელთა" მაისურით მან 101 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული