სექსმუშაკი რაჰიმ სტერლინგს თანხის გადაუხდელობაში ადანაშაულებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი რაჰიმ სტერლინგი მცირე სექსუალურ სკანდალში გაეხვა. ამერიკელი სექსმუშაკის მტკიცებით, 22 წლის ინგლისელმა მას მომსახურების საფასური სრულად არ გადაუხადა.

ცოტა ხნის წინ "სიტი" ამერიკულ ტურნეში იმყოფებოდა. უძველესი პროფესიის ამერიკელი წარმომადგენლის განცხადებით, შემთხვევა სწორედ ამ დროს დაფიქსირდა.

დაზარალებულის განცხადებით, სტერლინგმა მას მომსახურების საფასურის ნახევარი, 1 700 ევრო გადაუხადა და შეჰპირდა, რომ დარჩენილ თანხას ბარათიდან მოხსნიდა და მისაღებში დაუტოვებდა, თუმცა მოატყუა.

"რაჰიმი, შესაძლოა, მილიონერია, მაგრამ ის ძუნწი ადამიანია. ის ფიქრობდა, რომ ჩემთან დაწვებოდა და ფულს არ გადაიხდიდა. იმის გათვალისწინებით, თუ
რამდენს გამოიმუშავებს იგი, ეს თანხა ძალიან მცირე ჩანდა", - ციტირებს დაზარალებულის სიტყვებს The Sun.

რაჰიმ სტერლინგის ყოველკვირეული ანაზღაურება 200 ათასი ევროა. ასევე აღსანიშნავია, რომ სტერლინგს უკვე დიდი ხანია ჰყავს მეგობარი გოგო პეიჯ მილიანი, რომელთანაც 6 თვის შვილიც ჰყავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული