The Telegraph: პრემიერლიგის კლუბები შრომით კანონმდებლობას არღვევენ

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის გუნდები ზოგიერთ თანამშრომელს სახელფასო მინიმუმზე ცოტას უხდიან. ამ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

ბრიტანულმა გამოცემამ ანგარიში მოამზადა, რომლის თანახმადაც, კლუბები იაფფასიან თანამშრომლებს ეძებენ და მათთვის სახელფასო მინიმუმზე მცირე თანხის გადახდასაც კი არ ერიდებიან.

ინგლისში მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 8.45 ფუნტია. ეს ნიშნავს, რომ 5-დღიანი და დღეში 8-საათიანი სამუშაო გრაფიკის შემთხვევაში, კვირაში 338 ფუნტის გამომუშავებაა შესაძლებელი. კლუბები კი ზოგიერთ თანამშრომელს ამაზე ნაკლებ თანხას უხდიან მაშინ, როდესაც არაერთი ფეხბურთელის ანაზღაურება კვირაში რამდენიმე ასეულ ათას ფუნტს აღწევს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საარსებო მინიმუმია 8.45. არასწორად გაქვთ ნათარგმნი. ხელფასის მინიმუმ 21წელს გადაცილებულისთვის 7.5.ია. აქ ვცხოვრობ და ნამდვილად ვიცი რომ ესეა
0

სიახლეები პოპულარული