ბრიტანულმა გამოცემამ ანგარიში მოამზადა, რომლის თანახმადაც, კლუბები იაფფასიან თანამშრომლებს ეძებენ და მათთვის სახელფასო მინიმუმზე მცირე თანხის გადახდასაც კი არ ერიდებიან.
ინგლისში მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 8.45 ფუნტია. ეს ნიშნავს, რომ 5-დღიანი და დღეში 8-საათიანი სამუშაო გრაფიკის შემთხვევაში, კვირაში 338 ფუნტის გამომუშავებაა შესაძლებელი. კლუბები კი ზოგიერთ თანამშრომელს ამაზე ნაკლებ თანხას უხდიან მაშინ, როდესაც არაერთი ფეხბურთელის ანაზღაურება კვირაში რამდენიმე ასეულ ათას ფუნტს აღწევს.