გუშინდელი შეხვედრის მსგავსად, "უოტფორდი"-"ლივერპულის" შეხვედრაშიც, მდევრის როლში ყოფნა ორივე გუნდს მოუხდა. ანგარიში მე-8 წუთზე სტეფანო ოკაკამ გახსნა. დააახლოებით ოც წუთში კი, სადიო მანემ გაათანაბრა. სენეგალელმა ნახევარმცველმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გოლი პირველივე დარტყმით გაიტანა, ისევე, როგორც გასულ სეზონში.
პირველი ტაიმი მაინც მასპინძლებმა მოიგეს და მათ ეს დუკურეს გოლით გააკეთეს.
თამაშის განახლებიდან 12 წუთში წინ უკვე "ლივერპული" იყო. მერსისაიდელთა ახალწვეულმა, მოჰამედ სალაჰმა ჯერ თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა და ფირმინოს გაატანინა, შემდეგ კი, ბრაზილიელი შემტევის გადაცემა თავად გამოიყენა.
"ლივერპულმა", რომელსაც ტრავმირებული ფილიპე კოუტინიოს არყოფნა ეტყობოდა, 3 ქულის აღება მაინც ვერ მოახერხა. მე-4 დამატებულ წუთზე, გოლი ბრიტოსმა გაიტანა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ურუგვაელმა ფეხბურთელმა ეს თამაშგარე მდგომარეობიდან გააკეთა.
- არსენალი-ლესტერი 4:3 - დასაწყისიც ასეთი უნდა [VIDEO]
უოტფორდი-ლივერპული 3:3 (2:1)
უოტფორდი (4-3-3): გომეში, იანმაატი (კიკო 18), კაბული, ბრიტოსი, ჰოლებასი, კლევერლი, დუკურე, ჩალობა, ამრაბატი, ოკაკა (გრეი 64), პერეირა (რიჩარლისონი 50)
ლივერპული (4-3-3): მინოლე, არნოლდი (გომესი 90+1), მატიპი, ლოვრენი, მორენო, ჩანი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი, სალაჰი (მილნერი 86), ფირმინო (ორიჯი 81), მანე
გოლები: 1:0 ოკაკა 8, 1:1 მანე 29, 2:1 დუკურე 32, 2:2 ფირმინო 55 (პენ), 2:3 სალაჰი 57, 3:3 ბრიტოსი 90+4
გაფრთხილება: მანე 37, არნოლდო 62, მინოლე 88