"ლესტერს" ფეხბურთელის დარეგისტრირება 14 წამით დააგვიანდა

AutoSharing Option
ცნობილი გახდა, რომ FIFA-ს მიერ "ლესტერისთვის" ადრიენ სილვას დარეგისტრირებაზე უარის თქმის მიზეზი დათქმული დროის, არც მეტი, არც ნაკლები, 14 წამით გადაცილებაა.

სილვა ლისაბონის "სპორტინგიდან" "ლესტერში" 31 აგვისტოს გადავიდა და "მელიებმა" FIFA-ში შესაბამისი საბუთები მაშინ გაგზავნა, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა 14 წამის დახურული იყო. "მელიებმა" დამატებით 2 საათი კი მოითხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს და ფეხბურთელი, რომელშიც გუნდმა 22 მილიონი ფუნტი გადაიხადა, იანვრამდე უთამაშებელი იქნება.

- FIFA-მ "ლესტერს" ადრიენ სილვას დარეგისტრირების უფლება არ მისცა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული