"ნიუკასლის" პატრონი ინგლისის თასის მოგების შემთხვევაში მოთამაშეებს 20 მილიონს დაპირდა
AutoSharing Option
ავადმყოფობის გამო მწრთნელმა რაფაელ ბენიტესმა "ნიუკასლს" პრიმიერლიგაზე სტუმრად "სუონსისთან" ვერ უხელმძღვანელა და მისმა გუნდმა მაინც მოახერხა მინიმალური ანგარიშით (1:0) გამარჯვება.
"ჯორდების" მფლობელი მაიკ ეშლი კი ინგლისის თასის მოგების შემთხვევაში ფეხბურთელებს პრემიის სახით 20 მილიონ ფუნტს დაპირდა.
ბოლოს "კაჭკაჭებმა" ამ ტურნირზე 1955 წელს იმარჯვეს. მაშინ ფინალში "მანჩესტერ სიტი" 3:1-ზე დაამარცხეს.