"ნიუკასლის“ კაპიტანს ლასენსს დედა ყოველი გოლის გატანისთვის ფულს ჩუქნის

AutoSharing Option
23 წლის ცენტრალური მცველი ჯამალ ლასენსი სპორტული ოჯახიდანაა, მამამისი ტიმი დიდი ბრიტანეთის 18-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრებს წვრთნიდა, უფროსი ძმა რემა კალათბურთელია, თავად ჯამალიც ბავშვობაში კალათბურთზე დადიოდა, მაგრამ საბოლოოდ ფეხბურთელობა არჩია.

ჯამალი "ნოტინგემ ფორესტში“ თამაშობდა და 2014 წელს 7 მილიონ ფუნტად "ნიუკასლს“ მიყიდეს, ჯერ დუბლებში გაამწესეს, მერე ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი, შარშან კი ფაბრისიო კოლოჩინის გუნდიდან წასვლის შემდეგ მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა გუნდის კაპიტნად დანიშნა. თამაშობდა ინგლისის ყველა ასაკობრივ ნაკრებში.

თურმე, დედამისი ჯილი ყოველი გატანილი გოლისთვის 5 ათას ფუნტს ჩუქნის. „სტოკთან“ მატჩში გატანილი გოლისთვისაც
აჩუქა შვილს ფული და სოციალურ ქსელში დაწერა, გამაკოტრებს ეს ბიჭი, ამ სეზონში პრემიერლიგაზე მეტოქეთა კარი უკვე ორჯერ დალაშქრაო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული