12:42 01-10-2017
პრემიერლიგა. VII ტური: "სიტიმ" ჩემპიონს სტუმრად მოუგო [VIDEO]
AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიმ" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. გამარჯვების გოლი "ქალაქელებიდან" კევინ დე ბრიუნის ანგარიშზეა. ამ მოგებით "სიტიმ" სეზონში ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" შინ "კრისტალ პალასი" 4:0 გაანადგურა. მარუან ფელაინიმ დუბლი გაიფორმა. "წითელმა ეშმაკებმა" ყველა ტურნირში მიმდინარე სეზონში ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვეს და ამ მატჩებში ბურთების სხვაობა 20:2-ზე აქვთ.
ახალწვეული "ჰადერსფილდი" ლონდონის "ტოტენჰემთან" შინ 0:4 განადგურდა.
პრემიერლიგა. VII ტური
ჩელსი-მანჩესტერ სიტი 0:1
გოლი: 0:1 დე ბრუინი (67)
ბორნმუთი-ლესტერი 0:0
მანჩესტერ იუნაიტედი-კრისტალ პალასი 4:0
გოლები: 1:0 მატა (3), 2:0, 3:0 ფელაინი (35, 49), 4:0 ლუკაკუ (86)
სტოკი-საუთჰემპტონი 2:1
გოლები: 1:0 დიუფი (40), 1:1 იოშიდა (75), 2:1 კრაუჩი (85)
ვესტ ბრომვიჩი-უოტფორდი 2:2
გოლები: 1:0 რონდონი (18), 2:0 ევანსი (21), 2:1 დაკური (37), 2:2 რიჩარლისონი (95)
ვესტ ჰემი-სუონსი 1:0
გოლი: 1:0 სახო (90)
ჰადერსფილდი-ტოტენჰემი 0:4
გოლები: 0:1, 0:3 კეინი (9, 23), 0:2 ბ.დევისი (16), 0:4 სისოკო (91)
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული