მარტინ კიოუნი: იოზილი "არსენალიდან" გონებით უკვე წასულია

AutoSharing Option
"არსენალის" ლეგენდამ, მარტინ კიოუნმა განაცხადა, რომ მესუთ იოზილი გონებითა და აზრებით უკვე წასულია ლონდონური გრანდიდან:

"ყველაფერი, რაც იოზილთან დაკავშირებით ამ ბოლო დროს ხდება, ცოტა უცნაურია. ის არ გაემგზავრა ბატე-სთან სათამაშოდ და თქვა, რომ ტრავმა აქვს. "ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრაში მან მხოლოდ 9 წუთი გაატარა მინდორზე და საინტერესოა, როდის მოასწრო ტრავმის მიღება? მიმაჩნია, რომ აზრებით ის უკვე სხვა კლუბშია. არ ვიცი, შეიძლება ვენგერმა სცადოს სიტუაციის გამოსწორება. ფაქტია, რომ მას არ ენდომება გუნდში ასეთი მოთამაშის ყოლა, რადგან ეს უარყოფითად იმოქმედებს "არსენალის" სხვა მოთამაშეებზე",
- თქვა კიოუნმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული