მაიკ ეშლი "ნიუკასლს" ყიდის

AutoSharing Option
მაიკ ეშლიმ "ნიუკასლი" 2007 წლის მაისში 135 მილიონ ფუნტად შეიძინა და უკვე მესამედ აპირებს მის გაყიდვას.

2008 და 2009 წლებში ეშლიმ კლუბის გაყიდვა ვერ მოახერხა, ახლა კი მესამედ ცდის და ფასიც გვარიანი დაადო - 400 მილიონი. მისი პატრონობისას გუნდი ორჯე გავარდა პრემიერლიგიდან (2009 და 2016 წლებში) და გულშემატკივრები ჭირის დღესავით ვერ იტანენ.

"ნიუკასლის" შეძენის სურვილი 44 წლის ბიზნესმენმა ამანდა სტეივლიმ გამოთქვა, რომელიც ზამთარში "კაჭკაჭებისა" და "ლივერპულის" მატჩს დაესწრო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული