"ნიუკასლს" არაბი მილიარდერების კომპანია ყიდულობს

AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, მაიკლ ეშლიმ "ნიუკასლი" 2007 წლის მაისში 135 მილიონ ფუნტად შეიძინა და ახლა 400 მილიონად ყიდის. გუნდის გულშემატკივრები ვერ იტანენ ეშლის და ამ ამბავმა ერთობ გაახარა.

კლუბის ყიდვა საინვესტიციო კომპანია PCP Capital Partners-მა გადაწყვიტა, რომლის ბრიტანულ ფილიალს 44 წლის ბიზნესმენი ამანდა სტეივლი ხელმძღვანელობს.  "ტელეგრაფის" ცნობით, სტეივლი  პრემიერლიგის მე-7 ტურში ჯორდებისა და "ლივერპულის" 1:1-ზე დასრულებულ მატჩს დაესწრო და მზადაა "ნიუკასლი" შეიძინოს, ოღონდ 300 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს.

ამანდა უკვე შეხვედრია ეშლის და სურს ყველაფერი შობამდე მოაგვაროს, რათა ნაახალწლევს გუნდი
გააძლიეროს.

როგორც ამბობენ, PCP Capital Partners-ი არაბი მილიარდერების ფირმაა და მალე "ნიუკასლი" პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი გახდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ 100 მილიონს ისე აკლებინებენ გეგონება 100 ლარი იყოს. მაიტა მე მომეცით გამიხარდება :))
ვაუ
12:47 20-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული