ამ შეხვედრაში მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ძირითად შემადგენლობაში დააყენა ერთი თვის წინ ნაავარიევი თავდამსხმელი სერხიო აგუერო და როდესაც 75-ე წუთზე მესამე გოლი გაიტანეს და თამაშის ბედი საბოლოოდ გადაწყდა, მხოლოდ მაშინ შეცვალა.
კუნმა 30-ე წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში და 117 გოლით კლუბის საუკეთესო მეგოლეს ერიკ ბრუკს გაუთანაბრდა. ბრუკი "ქალაქელების" ღირსებას 1928-1939 წლებში იცავდა და რეკორდი 493 მატჩში დააამყარა.
გვარდიოლამ თქვა, რომ ამის აღსანიშნავად სერხიომ მთელი
შეხვედრის წინ აგუეროს მისი დედა, ადრიანა ეწვია და შვილის წარმატებით ძალიან გაიხარა.