საფრანგეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში "მეტცი" სახლში დამარცხდა მე-18 ადგილზე მყოფ "დიჟონთან" (1:2), ეს ამ გუნდის 10 შეხვედრიდან მეცხრე წაგებაა, სატურნირო ცხრილში უკანასკნელ პოზიციაზეა და მისი მწვრთნელი ფილიპ ენშბერგერი სამუშაოდან დაითხოვეს.
გუნდს დროებით სათავეში დუბლების თავკაცი ჟოზე პინო ჩაუდგება.
ენშბერგერი 1977-1992 წლებში "მეტცის" ნახევარმცველი იყო, 428 მატჩში 57 გოლი გაიტანა და შარშანწინ მის მწვრთნელად დანიშნეს.