ხორვატი გადაყენებას წინასწარ იყო შეგუებული, მშვიდად აღიქვა და BBC-ს განუცხადა, რომ ამაყობს გაწეული სამუშაოთი, სეზონი ცუდად დაიწყეს, შედეგზე მწვრთნელია პასუხისმგებელი, კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილება ლოგიკურია და მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის, რომლებიც მუდამ თანადგომას უცხადებდნენ.
როგორც იუწყებიან, სავარაუდოდ, ბილიჩს დევიდ მოიესი შეცვლის.