პეპ გვარდიოლამ "საუთჰემპტონის" ნახევარმცველი გალანძღა

AutoSharing Option
"საუთჰემპტონთან" მოგებული მატჩის შემდეგ  (2:1), "მანჩესტერ სიტის" მენეჯერი პეპ გვარდიოლა გაცეცხლებული რაღაცას ელაპარაკებოდა მეტოქე გუნდის ნახევარმცველს ნათან რედმონდს, ის კი პირზე ხელმიფარებული პასუხობდა.

პრეს-კონფერენციაზე პეპს სთხოვეს განემარტა რა მოხდა. "მე ვუთხარი რედმონდს, თუ რამდენად კარგი ფეხბურთელია. ამ გუნდს ძალიან ნიჭიერი მოთამაშეები ყავს. ნათანი ერთი-ერთზე თამაშისას მაგარია. თუმცა, მათ არ უნდოდათ თამაში. მე-10 წუთიდან დრო გაყავდათ. უბრალოდ, მინდოდა ეთამაშათ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული