მანჩესტერში ამჟამად ძლიერად თოვს, ტემპერატურა დაახლოებით 0 გრადუსია, "ოლდ ტრაფორდის" სტადიონის მოედანზე გათბობაა ჩართული, მაგრამ ტრიბუნებზე შეიძლება ყინული წარმოიქმნას და არაა გამორიცხული, "მანიუს" ხელმძღვანელობამ თამაშის გადატანის გადაწყვეტილება მიიღოს.
შეგახსენებთ, ეს მატჩი კვირას, 10 დეკემბერს საღამოს უნდა გაიმართოს.
ძლიერი თოვაა მოსალოდნელი ლივერპულშიც, სადაც იმავე დღეს დერბი უნდა ჩატარდეს და შესაძლოა ეს შეხვედრაც გადაიტანონ.