ჟოზე მოურინიო: მხითარიანზე უფრო სხვა ფეხბურთელებს ვენდობი

AutoSharing Option
"მანჩესტერის" მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ უკანასკნელ 8 მატჩში მხოლოდ ერთხელ ათამაშა სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი, მაშინაც შეცვლაზე შეუშვა "ბრაიტონთან" და ეს ასე ახსნა:

"სათადარიგოთა სკამზე მეკარის გარდა მხოლოდ 6 ფეხბურთელი შემიძლია მყავდეს და ბალანსი არ უნდა დავარღვიო. წინა შეხვედრაში თადარიგში ორი მცველი და უნივერსალური ბლინდი მყავდა, აგრეთვე იანგი, რომელსაც ორივე ფლანგის ჩაკეტვა შეუძლია.

განაცხადში კიდევ ნახევარმცველი ერერა, თავდამსხმელი იბრაჰიმოვიჩი და უნივერსალი რეშფორდი მყავდა.

ძირითადში მარსიალი, მატა და ლინგარდი დავაყენე. მხითარიანი რომ დამეყენებინა, რომელიმე მათგანი უნდა ამომეგდო. ამ ეტაპზე მე ამ ბიჭებს
უფრო ვენდობი".
მკითხველის კომენტარები / 1 /
არაა მხითარიანი მანჩესტერის დონე, დიდი შეცდომა დაუშვა იქ გადასვლით, დორტმუნდში დარჩენილიყო, ბევრად სჯობდა მისთვის, მართლა მეცოდება სკამისთვის, მაგრამ სკამზედაც აღარ სვამენ, წადი რა სხვაგან, სანამ სულ დაგვიწყებია თამაში
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული