ჰოლანდიელი დამრიგებლის განცხადებით, იგი საკლუბო ფეხბურთს მხოლოდ პრემიერლიგაში დაუბრუნდება.
''კლუბს ალბათ არასდროს აღარ გავწვრთნი. ამ გადაწყვეტილებას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევცვლი, თუ სამსახურს პრემიერლიგის რომელიმე დიდი კლუბი შემომთავაზებს.
მოურინიოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მას მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ'', - განაცხადა ჰოლანდიელმა.
შეგახსენებთ, რომ ვან გაალი ''მანჩესტერს'' ორი სეზონის განმავლობაში ავარჯიშებდა.
მომზადებულია mirror-ის მიხედვით