რაიან გიგზი: "მანჩესტერს" მბაპე და ჟეზუსი ვურჩიე, თუმცა...

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და უელსური ფეხბურთის ლეგენდამ, რაიან გიგზმა ის დრო გაიხსენა, როდესაც მის ყოფილ კლუბს კილიან მბაპესა და გაბრიელ ჟეზუსის შეძენა შეეძლო.

პირველი მათგანი დღეს პსჟ-ის ფეხბურთელია და მისმა სატრანსფერო ფასმა 160 მილიონი ევრო შეადგინა; მეორე კი "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში ბრწყინვალედ ირჯება.

"მანჩესტერის" სკაუტთან ერთად გაბრიელ ჟეზუსის თამაში ჯერ კიდევ სამი წლის წინ ვნახე. იგი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.

მბაპეც ძალიან ადრე ვნახე. ფრანგი მოედანზე შესანიშნავი მოაზროვნე იყო.

"მანჩესტერს" მე ორივე ფეხბურთელის შეძენა ვურჩიე, ეს ყველაფერი კი გუნდს 5 მილიონი ევრო უჯდებოდა,
თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა", - აღნიშნა გიგზმა.

მომზადებულია dailymail-ი მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული