ანტონიო კონტე: ყველაფერს კლუბის ხელმძღვანელობა წყვეტს

AutoSharing Option
ვის შეიძენს ლონდონის "ჩელსი" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს? მსოფლიო პრესაში "ლურჯებს" არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს.

მათ შორის ალექს სანდრო, ვირჯილ ვან დეიკი, ტომას ლემარი და სხვები არიან.

ინგლისელი ჟურნალისტები ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით "ჩელსის" მწვრთნელ ანტონიო კონტეს გაესაუბრნენ.

"მე ჩემს სურვილებს ვამბობ, თუ ვინ შეიძლება, რომ ჩვენს რიგებში ვიხილოთ, თუმცა საბოლოო სიტყვა ყოველთვის კლუბის ხელმძღვანელობაზეა. ასე იყო ზაფხულში და ასე იქნება ახლაც.

ბედნიერი ვარ, რომ ისეთ ფეხბურთელებთან ერთად ვმუშაობ, რომლებიც ყველა ტურნირზე წარმატებისთვის ასპარეზობენ.

ჩვენ "პრემიერლიგაში" საუკეთესო ადგილებისთვის ვიბრძვით,
"ჩემპიონთა ლიგაზე" მერვედფინალის საგზური მოვიპოვეთ, "კარაბაოს თასზე" კი, სულაც ნახევარფინალში ვართ გასულნი.

"ბარსელონასთან" დაპირისპირება? ყველა თამაშის შემდეგ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. "რეალი" სხვა სტილით თამაშობს, "ჩელსის" კი სხვა სათამაშო სისტემა გააჩნია.

ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევისწავლოთ ყველა ის მატჩი, რომელსაც "ბარსელონა" ჩვენი სტილის გუნდებთან ატარებს", - აღნიშნა კონტემ.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
დარჩენილიყავი იტალიის ნაკრებში შუა გზაში რო მიატოვე, ეხლაც მწვრთნელი იქნებოდი ნაკრების და მსოფლიოზეც ითამაშებდი,ფული ხო არაა მთავარი...როცა იჭირდა ნაკრებს მაშინ წახვედი, არ იყო კაი საქცილი...
0

სიახლეები პოპულარული