"ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ბეილისთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
ინგლისური მედიის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" შემტევის, გარეთ ბეილის საკუთარ რიგებში ხილვა, "მანჩესტერთან" ერთად, ლონდონის "ჩელსისაც" სურს.

"არისტოკრატები" უელსელის გადასაბირებლად ბრძოლას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებენ.

"ჩელსის" კი კონკურენციას "მანჩესტერ იუნაიტედი" გაუწევს, რომელსაც 28 წლის ფეხბურთელის ყიდვა გასულ ზაფხულსაც სურდა.

"სამეფო კლუბი" ფეხბურთელს 80 მილიონ ევროდ აფასებს, მაშინ, როდესაც 2013 წელს, "ტოტენჰემიდან" 87,5 მილიონ ევროდ შეიძინა.

მიმდინარე სეზონში ბეილს ტრავმები აწუხებს და მოედანს ბოლო პერიოდში დაუბრუნდა, თუმცა მწვანე მინდორზე გამოჩენა ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან უწევს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული