ხავი: გვარდიოლას "ბარსელონაში" მესი ჰყავდა, "მანჩესტერ სიტიში" კი დე ბრიუნე ჰყავს

AutoSharing Option
"ალ სადის" ნახევარმცველმა ხავიმ პრემიერლიგაზე "მანჩესტერ სიტის" წარმატებაზე გააკეთა კომენტარი:

"მანჩესტერ სიტი" - ეს ერთიანი გუნდია. ისინი გუნდურად იმარჯვებენ. თუმცა, ნებისმიერ გუნდს სჭირდება განსაკუთრებული ფეხბურთელი. გვარდიოლას "ბარსელონაში" მესი ჰყავდა, "მანჩესტერ სიტიში" კი დე ბრიუნე ჰყავს. ყოველთვის, როდესაც ამ ბიჭს ბურთი აქვს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება სურს.

"ქალაქელთა" ფეხბურთი მიმზიდველია. შარშან ვამბობდით, რომ პეპი პრემიერლიგას უნდა მიჩვეოდა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. ასე კარგად ინგლისში არც ერთ გუნდს არ უთამაშია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული