კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად შეუტევენ? - ეს პსჟ-ში და "ნაპოლიში" არ მოხდება

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS წერს, რომ "ბარსელონას" სპორტული დირექტორი დეკო "ნაპოლის" საკუთრებაში მყოფი და ამჟამად "გალათასარაიში" იჯარით მოთამაშე ვიქტორ ოსიმენის გარშემო შექმნილ სიტუაციას ინტერესით აკვირდება.

აღნიშნული წყაროს ცნობით, მიმდინარე სეზონის ბოლომდე "ბლაუგრანას" მთავარ ფორვარდად რობერტ ლევანდოვსკი დარჩება, თუმცა ზაფხულში ახალი შემტევის დამატების საჭიროება დადგება.

კატალონიელებს მიაჩნიათ, რომ ოსიმენის ასაკის გათვალისწინებით, (25 წლისაა) ისეთ ფორვარდს დაიმატებენ, რომელიც გუნდის შეტევით ხაზში დიდი ხნის განმავლობაში პრობლემას მოხსნის.

შეხსენებისთვის, "ბარსელონას" სახელს აქტიურად ხვიჩა კვარაცხელიასაც უკავშირებენ და პრესაში უკვე დაიწერა ის ფაქტიც, რომ "ბლაუგრანას" წარმომადგენლები
ქართველის აგენტს შეხვდნენ და სრულადაც არაა გამორიცხული, ჩვენებურმა და ნიგერიელმა კვლავ ერთად შეუტიონ.

შეხსენებისთვის, ოსიმენის გამოსასყიდ თანხად 75 მილიონი ევრო სახელდება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ოსიმენი დიდიე დროგბას სტილს მაგონებს, უფრო პრემიერ ლიგის სტილს მოერგება, ბარსელონა ნაკლებად წარმომიდგენია, მაგრამ თუ მაინც ბარსელონამ იყიდა, ეს ნიშნავს რომ გუნდი მეტნაკლებად (უფრო მეტად ვიდრე ნაკლებად) ოსიმენს უნდა მოარგონ, რაც მგონია რომ არ გაამართლებს. კვარაცხელია მგონია რომ ბარსელონას უფრო მოერგება და ბოლომდე წარმოაჩენს თავის უნარებს ძლიერი და შეთამაშებული თანაგუნდელების დაზმარებით
იკა
23:46 25-12-2024
0
ორივე ერთად ბარსაში სასწაულად მაგარი იქნებააა.
გეგი
21:13 25-12-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული