ჟოზე მოურინიო მანჩესტერში სასტუმროში ცხოვრობს და სახლის შეძენას არ აპირებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერი ჟოზე მოურინიო უკვე მეორე წელია ქალაქის ცენტრში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრობს და დღეში 816 ფუნტს იხდის.

რა თქმა უნდა, იქ ყველა პირობა აქვს შექმნილი და მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტის ბოლომდე გუნდის გამოცვლას არ აპირებს, სახლის შეძენას არ გეგმავს.

მისი ოჯახი კი ლონდონში იმ სახლში ცხოვრობს, რომელიც პორტუგალიელმა "ჩელსიში" მუშაობისას იყიდა და მეუღლისა და შვილების მოსანახულებლად თავისუფალ დროს მუდამ დედაქალაქში მიემგზავრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული