ჟოზე მოურინიო: თუ ჯამბაზივით არ ვიქცევი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვნება დავკარგე

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ სამწვრთნელო ზონიდან საკუთარ მოქცევაზე ისაუბრა.

"თუ ჯამბაზივით არ ვიქცევი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვნება დავკარგე.

ისე ვიქცევი, როგორ საჭიროდ ვთვლი - უფრო დაღვინებული, ჩემთვის და გუნდისთვის სასარგებლოდ.

არ მგონია, რომ შეშლივით უნდა მოიქცე, რათა საკუთარი ვნება აჩვენო.

თქვენ ამ ვნებას ყოველდღე უყურებთ: ეს არის სამუშაოს მიმართ ერთგულება და არა კამერებთან პოზიორობა", - თქვა მოურინიომ.

მომზადებულია London Evening Standard-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული