ჰეთ-თრიკის შესრულების შემთხვევაში "ნოტინგემის" მცველს მეუღლე ძაღლს უყიდის

AutoSharing Option
"არსენალთან" ინგლისის თასის მესამე რაუნდის მატჩის წინ, ჩემპიონლიგის "ნოტინგემ ფორესტის" 29 წლის ამერიკელ მცველს ერიკ ლიჰაის ამ სეზონში ჰეთ-თრიკის შესრულების შემთხვევაში თანამეცხედე ძაღლის შეძენას დაპირებია. მან "მეთოფეებთან" მხოლოდ დუბლი მიითვალა, თუმცა შეეძლო მესამე გოლიც გაეტანა, მაგრამ თანაგუნდელებმა ორი პენალტიდან არც ერთი არ დაარტყმევინეს.

თუმცა, ერიკი ამას არ ნაღვლობს, რამეთუ გაიმარჯვეს, სეზონი გრძელია და მიზნის მიღწევის იმედი აქვს.

"ნოტინგემმა" სახლში "არსენალი" 4:2 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული