ალექსის სანჩესი "მანჩესტერ სიტიში" წელიწადში 13 მილიონს გამოიმუშავებს

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ცნობით, ლონდონის "არსენალის" ჩილელი ფორვარდი ალექსის სანჩესი ახლოსაა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან.

ტრანსფერში "ქალაქელები" 25 მილიონ ფუნტს გადაიხდიან, თავად ფეხბურთელი კი ე.წ. პადიომნის სახით 30-მილიონიან ბონუსს მიიღებს და წლიურ გასამრჯელოდ 13 მილიონი დაენიშნება.

სანჩესს "მეთოფეებთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და თუ ახლა არ გაყიდეს, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული