ჟოზე მოურინიო: ალექსის სანჩესმა გუნდს გამოცდილება და კლასი შემატა

AutoSharing Option
ინგლისის თასზე "იოვილის" განადგურების (4:0) შემდეგ "მანჩესტერის" მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ გუნდის ახალწვეული ალექსის სანჩესი აქო:

"სანჩესი ჩვენი გუნდისთვის ფანტასტიკური დანამატია. ყველანი მოხარულნი ვართ, რომ ჩვენთან გადმოვიდა. კარგ ფეხბურთელებს კარგ ფეხბურთელებთან უნდათ თამაში. შესანიშნავი შემტევები გყვავს და მათ ძალიან გამოცდილი სანჩესი დაემატა. მეორე გოლისას მარკუს რეშფორდი დაძაბულობის გამო ასეთ გადაცემას ვერ გააკეთებდა. ასე რომ, ალექსისმა გუნდს გამოცდილება და კლასი შემატა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული