ემერსონმა "რომას" საწვრთნელი პროცესი დატოვა და ლონდონში გაემგზავრა

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, "რომას" ბრაზილიელმა მცველმა ემერსონმა "ჯალოროსის" საწვრთნელი ბაზა, რომელსაც "ტრიგორია" ეწოდება, დღეს დატოვა.

იგი ვარჯიშზე გამოცხადდა და თანაგუნდელებს გამოემშვიდობა, რომლებსაც განუცხადა, რომ კარიერას ლონდონის "ჩელსიში" განაგრძობდა.

"არისტოკრატებს" 23 წლის უკანახაზელის ყიდვა 20 მილიონი ევრო დაუჯდებათ, რასაც ბონუსების სახით კიდევ 6 მილიონ ევროს დაუმატებენ.

"ჩელსის", მის გარდა, "რომადან" ედინ ჯეკოს დამატებაც სურდა, თუმცა ჯერჯერობით ეს ტრანსფერი არ შემდგარა.

ემერსონი "სანტოსის" აღზრდილია, ევროპაში გადაბარგების შემდეგ კი "პალერმოსა" და "რომაში" ირჯებოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული