პრემიერლიგა. XXVI ტური: "არსენალი" გარდაისახა და "ევერტონი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერლიგის შაბათს ჩატარებული მატჩებიდან რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსი "არსენალის" მიერ "ევერტონის" განადგურებაა (5:1). ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი რამზიმ მიითვალა, სადებიუტო მატჩში გაიტანა თამაშგარე მდგომარეობიდან გოლი ობამეიანგმა და მხითარიანმა სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. სხვათა შორის, 2013 წლის შემდეგ სამი საგოლე გადაცემა "არსენალში" არავის არ გაუკეთებია. მოკლედ, ახალმა ფეხბურთელებმა გუნდს ახალი მუხტი შესძინეს და ვნახოთ, როგორი იქნება გაგრძელება.

"მეთოფეების" მენეჯერმა ვენგერმა თქვა, რომ სწრაფ ტემპში ითამაშეს, მხითარიანი და ობამეიანგი კი გუნდს გააძლიერებენ.


"მანჩესტერ სიტიმ" ვერ
მოახერხა სტუმრად "ბარნლის" დამარცხება (1:1), რაც მის მწვრთნელს პეპ გვარდიოლას დიდად არ განუცდია, მხოლოდ აღნიშნა, რომ 1:0-ზე კიდევ 4 გოლი უნდა გაეტანათ და თამაში დაემთავრებინათ. მან ფეხბურთელები ოთხშაბათამდე გაანთავისუფლა და განაცხადა, გადაიღალნენ, წინ მძიმე შეხვედრები ელით, წავიდნენ და რაც უნდათ, ის გააკეთონო.


"მანჩესტერმა" 2:0 მოუგო "ჰადერსფილდს" და "ქალაქელებთან" ჩამორჩენა 13 ქულამდე შეამცირა. პირველი გოლი გაიტანა მანკუნიანურ გუნდში ახალწვეულმა სანჩესმა, რომელსაც პენალტი მეკარემ აუღო და დამატებაზე მოახერხა ბურთის კარში შეგდება. ამის შესახებ მისმა დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ ბრძანა, რომ საოცნებო გოლი ნამდვილად არ გაუტანია, თუმცა გოლი გოლია და მოხარულია, რომ თავისი ვიზავის დევიდ ვაგნერის ბერლინის კედელი დაანგრია.


დღეს ერთმანეთს "ლივერპული" და "ტოტენჰემი" ხვდებიან, ხოლო 6 თებერვალს "უოტფორდი" "ჩელსის" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული