ორმა აფრიკელმა ფეხბურთელმა ჯორჯ დევისმა და დომინიკ ოდურომ განაცხადეს, რომ არასრულწლოვნების პერიოდში "სიტის" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდნენ. ფიფას წესებით კი, აკრძალულია სხვა ქვეყნის მოქალაქის თამაში, სანამ 18 წელი არ შეუსრულდება.
მსაგავსი დარღვევის გამო ადრე სატრანსფერო აკრძალვა ესპანურ კლუბებს: მადრიდის "რეალს", "ბარსელონასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შეეხო.
ამჟამად ფიფა მსგავს სიტუაციებს ინგლისურ ფეხბურთში განიხილავს და გამოძიებას არა მარტო "სიტის", არამედ ლონდონის "ჩელსის" მხრივაც ახორციელებს.
თუ "ქალაქელების" ბრალეულობა დადგინა, მაშინ მათ იგივე აკრძალვა დაედებათ ტრანსფერებზე,
მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით