"მანჩესტერ იუნაიტედს" ზაფხულში 9 ფეხბურთელი დატოვებს

AutoSharing Option
მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერის" სერიოზულად გადახალისება გადაწყვიტა და კლუბის ხელმძღვანელობისაგან ტრანსფერებისთვის საჭირო ფულსაც მიიღებს.

როგორც იუწყებიან, გუნდს 9 ფეხბურთელი დატოვებს: ლიუკ შოუ, კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი, დეილი ბლინდი, მატეო დარმიანი, ანდერ ერერა, ხუან მატა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მარუან ფელაინი (ეს ორი უკანასკნელი თავისუფალი აგენტის სტატუსით).

ახალ სეზონში "მანიუ" გარეთ ბეილის (რეალი), ტობი ალდერვეირელდის, დენი როუზის (ორივე ტოტენჰემი), ვილიანის (ჩელსი) და ფრედის (შახტარი) შეძენას შეეცდება.

ამ ტრანსფერების გამო "იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდის" რეკონსტრუქცია გადადო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
Lasha, შენს ადგილზე აუცილებლად მივმარტავდი მაურინიოს, რათა აგიყვანოს მრჩევლად. რა ჭკვიანი ხარ ძმა!!! არა რა! ქართველებისთანა ჭკვიანი ხალხი დუნიაზე არ მოიძებნება.
nodi
20 მარტი 2018 12:27
2
მოდი რა დამიწყნარდი. არავის არ უკითხავს შენთვის ნებართვა საკუთარი აზრის გამოსახატად. ამიტომ თავს მიხედე ;)
Lasha
20 მარტი 2018 14:00
0
მწვრთნელი შეიცვალოს, მწვრთნელი... ნუ ფელაინის რა უნდა მანჩესტერში, არ ვიცი. იბრაჰიმოვიჩიც დაბერდა.. მცველებიც გასაფილტრია, მაგრამ მატას, ერერას, ჯონსს და სმოლინგს რომ უშვებ, უკეთესის დამატება უნდა შეგეძლოს. ჩამოთვლილთაგან ალბათ მარტო ვილიანია ასეთი. იმასაც არ გამოგვატანს ჩელსი.
Lasha
20 მარტი 2018 09:57
1

სიახლეები პოპულარული