ლებრონ ჯეიმსმა "ლივერპულის" წარმატებაზე 25.5 მილიონი მოიგო

AutoSharing Option
"ლივერპულის" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლამ სერიოზულად გაზარდა მერსისაიდული კლუბის აქციები და გვარიანად ისარგებლა მისმა ინვესტორმა, "კლივლენდის" ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა.

მან 2011 წელს "წითლების" აქციების 2% 6.5 მილიონ დოლარად შეიძინა და ახლა მისმა ორპროცენტიანმა ინვესტიციამ 32 მილიონი შეადგინა.

ჯეიმსს აგრეთვე სხვა სფეროების და სხვა კომპანიების აქციები აქვს შეძენილი.