ინგლისის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში პეპ გვარდიოლას გაწვრთნილებმა "ბრაიტონი" 3:1 დაამარცხეს.
"ქალაქელებს" 31 მოგებული მატჩი, 97 ქულა და 105 გატანილი ბურთი დაუგროვდათ.
რეკორდი აქამდე "ჩელსის" ეკუთვნოდა, რომელსაც 95 ქულა ჰქონდა დაგროვილი. "არისტოკრატებმა" 2009/10 წლების სეზონში 103 გოლი გაიტანეს.