რაფაელ ბენიტესი: ახლა "ლივერპული" უფრო ძლიერია, ვიდრე ეს ჩემს დროს იყო

AutoSharing Option
"ნიუკასლის" მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა მისი ფორმაციის "ლივერპული" ახლანდელს შეადარა.

"ჩვენ დიდებულ წარმატებას მივაღწიეთ და ერთ-ერთი სტამბულში გამართული ჩემპიონთა ლიგის სასწაული ფინალია.

ჩვენ გვყავდა სტივენ ჯერარდი და სხვა ფეხბურთელები, რომლებსაც ზურგს ძალიან დიდი გამოცდილება უმაგრებდათ.

ჩაბი ალონსო, დიტმან ჰამანი - ეს ფეხბურთელები ძალიან შეკრულნი და შრომისმოყვარენი იყვნენ. გუნდი კარგად ბალანსირებდა.

დღევანდელი "ლივერპულიც" ძალიან კარგად ბალანსირებს, მაგრამ ვიტყოდი, რომ ახლანდელი გუნდი ჩემს კლუბს სჯობს.

ჩვენ ჯერარდის სახით გვყავდა ერთი ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის შეცვლა შეეძლო, იურგენ კლოპს კი ასეთი სამი ჰყავს.

არ
შემიძლია არ ვახსენო ბიუჯეტიც, რომელიც ჩემდროინდელთან შედარებით, კოლოსალურადაა გაზრდილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული