ახალგაზრდა შემტევი "მანჩესტერ სიტის" 17-წლამდელთა გუნდში თამაშობდა. მის სანაცვლოდ მერსისაიდელებმა 200 000 ფუნტი გადაიხადეს.
დანკანი ასევე ინგლისის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ასპარეზობს და მას ერთ-ერთი მიღწევაც ეკუთვნის.
2016 წელს ინგლისისა და ბრაზილიის 16-წლამდელთა ნაკრებებს შორის დაპირისპირებაში მან 3 გოლი გაიტანა, რაც ნებისმიერ დონეზე ბრაზილიელთა წინააღმდეგ არცერთ ინგლისელ ფეხბურთელს არ გაუკეთებია.
ის "ლივერპულის" 18-წლამდელთა გუნდში ითამაშებს, რომელსაც სტივენ ჯერარდის წასვლის შემდეგ ბარი ლიუტასი წვრთნის.
სტივენ ჯერარდი ნაბი კეიტას შეხვდა და 8-ნომრიანი მაისური გადასცა