"მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა სატრანსფერო რეკორდი დაამყაროს

AutoSharing Option
Sky Sports-ი იუწყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა სატრანსფერო რეკორდი დაამყაროს.

"წითელი ეშმაკები" "ლესტერს" ჰარი მაგუაირის სანაცვლოდ 65 მილიონ ფუნტს უხდიდნენ, რაზეც "მელიებმა" უარი განაცხადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოს გუნდი ინგლისის ნაკრების უკანახაზელის სანაცვლოდ 80 მილიონ ფუნტს გადაიხდის, რითაც სატრანსფერო რეკორდს დაამყარებს.

აქამდე რეკორდი "ლივერპულს" ეკუთვნოდა, რომელმაც "საუთჰემპტონიდან" ვირჯილ ვან დეიკი 75 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა.

დღეისთვის, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მცველი სწორედ 27 წლის ჰოლანდიელია.

alt"ლესტერმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" მაგუაირის მიყიდვაზე უარი შეუთვალა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული