"ქალაქელთა" შიში არ გამართლდა და დაზიანება სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს. გამომდინარე აქედან, მაჰრეზი ლონდონის "ჩელსისთან" ინგლისის სუპერთასის მატჩში მიიღებს მონაწილეობას.
27 წლის ალჟირელმა კოჭის ტრავმა მიუნხენის "ბაიერნთან" (3:2) International Champions Cup-ის შეხვედრაში მიიღო.
"მანჩესტერ სიტისა" და ლონდონის "ჩელსის" შორის სუპერთასის მატჩი 5 აგვისტოს გაიმართება.
მომზადებულია mancity.com-ის მიხედვით