როგორც "მეთოფეთა" ერთ-ერთი გულშემატკივარი სოციალურ ქსელში წერს, ის "არისტოკრატებთან" მარცხის შემდეგ დამწუხრებული იყო და ლონდონის ქუჩებში სეირნობდა.
ამ დროს მას ქუჩაში კანტე შეხვდა, რომელსაც უთხრა, რომ მისი გუნდის მარცხი ძალიან ეწყინა.
ფრანგმა კი საპასუხოდ თავი დახარა და ფანს წყენისთვის ბოდიში მოუხადა.
მოგვიანებით, მათ ერთად სურათიც გადაიღეს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის მე-2 ტურში "ჩელსიმ" "სტემფორდ ბრიჯზე" "არსენალი" 3:2 დაამარცხა, კანტემ კი შეუცვლელად ითამაშა.
ნ'გოლო კანტე შესაძლოა "ჩელსის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს
მორცხვი, პატარა და ლამაზი - როგორ უმღეროდნენ ფრანგები კანტეს, რომელმაც ლეო მესი შეაჩერა [VIDEO]