შურისძიება ჩეხურად - ტომას რეპკამ ყოფილი მეუღლე ინტერნეტში მეძავად გამოაცხადა, რის გამოც დააპატიმრეს

AutoSharing Option
ინგლისური პრესა იუწყება, რომ "ვესტ ჰემის" ყოფილი ჩეხი მცველი ტომას რეპკა ციხეში 6 თვით ჩასვეს.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ რეპკამ ინტერნეტში რეკლამა დადო, სადაც დაწერა, რომ მისი ყოფილი ცოლი მეძავი იყო და კლიენტებს ფულის სანაცვლოდ მოემსახურებოდა.

"ჩაქუჩების" უკანახაზელმა რეკლამას ნომერიც დაურთო, რომელზეც დაკავშირება იქნებოდა შესაძლებელი.

მისი ყოფილი მეუღლე ვლადკა ერბოვა ამბობს, რომ საშინელი დღეები გამოიარა და დიდი სტრესი მიიღო, რის შემდეგაც ფსიქოლოგთან სიარული დაიწყო.

რეპკამ კი თავის საქციელი იმით ახსნა, რომ ყოფილ ცოლთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და ის თავისი
ვაჟიშვილის მონახულების უფლებას არ აძლევდა.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, რეპკასთან ერთად მისი მეგობარი გოგონა კატერინა კრისტელოვაც დააკავეს, რომელსაც თანამზრახველობა ბრალდებოდა, თუმცა მოგვიანებით, ის 50,000 კრონის, ანუ 1,748 ევროს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

იყო დრო, როდესაც ჩეხი "ვესტ ჰემის" ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი იყო და ლონდონელებმა მის სანაცვლოდ "ფიორენტინას" 5,5 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ამ ორი გუნდის გარდა, რეპკას ასევე პრაღის "სპარტაშიც" უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეპკა კი არა რჟეპკა
შაკო
17:23 25-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული