"ლივერპული" აღარ ხუმრობს - პრემიერლიგის სტარტზე მეექვსე მატჩიც მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
"ლივერპულმა" პრემიერლიგის მეექვსე ტურში "ენფილდზე" 3:0 დაამარცხა "საუთჰემპტონი". გოლები უესლი ჰოედტმა (საკ. კარში), ჟოელ მატიპმა და მოჰამედ სალაჰმა გაიტანეს.

ასე რომ, "წითლებმა" ინგლისის ჩემპიონატის პირველი ექვსივე მატჩი მოიგეს და ამას გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ც დაამარცხეს.

ასეთი წარმატებული სტარტი ამ გუნდს თავისი 126-წლიანი უმდიდრესი ისტორიის მანძილზე არ ჰქონია.


"მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად არ დაინდო "კარდიფი" (5:0). უელსელთა კარი სერხიო აგუერომ, ბერნანადო სილვამ, ილკაი გიუნდოგანმა და რიად მარეზმა (ორჯერ) დალაშქრეს.

აგუერომ პრემიერლიგაზე 147-ე გოლი გაიტანა და მის
ისტორიაში ბომბარდირთა შორის მე-10 ადგილზეა. მან "ქალაქელებში" მე-300 მატჩი ჩაატარა.

მარეზმა პირველად გაიტანა ახალ გუნდში გოლი, უფრო სწორად, გოლები.


"მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ მოედანზე ვერ მოახერხა "ვულვერჰემტონის" ძლევა (1:1). არადა, საავადმოყოფოდან გამოწერის შემდეგ პირველად მივიდა "ოლდ ტრაფორდზე" თავისი გუნდის მხარდასაჭერად ალექს ფერგიუსონი.

პირველი გოლი გაიტანა "მანიუში" ბრაზილიელმა ლეგიონერმა ფრედმა.


"ჩელსის", რომელსაც ხუთიდან ხუთი მოგება აქვს, ხვალ "ვესტ ჰემს" ხვდება.