სადიო მანემ "ლივერპულთან" კონტრაქტი გააგრძელა

AutoSharing Option
სენეგალელმა თავდამსხმელმა სადიო მანემ "ლივერპულთან" კონტრაქტი გააგრძელა.

ახალი ხელშეკრულების დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ კლუბის საიტი იუწყება, რომ 26 წლის ფეხბურთელთან ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გააფორმეს.

"თანამშრომლობის გაგრძელებით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემთვის ღირსშესანიშნავი მოვლენაა. ვიმედოვნებ, რომ გუნდს ტურნირების მოგებაში დავეხმარები. "ლივერპულში" გადმოსვლაზე დიდხანს არც მიფიქრია.

ეს ჩემთვის საუკეთესო გუნდია საუკეთესო მწვრთნელთან ერთად. აქ კარგ დროს გადმოვედი. ეს ჩემს კარიერაში" საუკეთესო გადაწყვეტილება იყო", - განაცხადა მანემ.

მანე "ლივერპულში" "საუთჰემპტონიდან" 2016 წელს გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ უბრწყინავს სახე?
0

სიახლეები პოპულარული